ოლიმპიური სასახლე სპორტულ კარატეში საქართველოს ღია პირველობას მასპინძლობს
ოლიმპიური სასახლე სპორტულ კარატეში საქართველოს ღია პირველობას მასპინძლობს. ახალგაზრდული ტურნირის ფარგლებში თბილისში 17 ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებიან. მედლებისთვის 600-ზე მეტი სპორტსმენი იბრძვის. შეჯიბრება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია და აქ ნაჩვენები შედეგით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაკომპლექტდება. სპორტული კარატეს ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ევროპირველობაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ გამოსვლებში მოიპოვა. საქართველო ოუფენ 2026 კი ხვალ უმცროსი ასაკის კარატისტების გამოსვლით დასრულდება
