წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო
წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი დინამომ მოიგო. დედაქალაქის გუნდმა ოლიმპიკის აუზზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი აპოლო 20-19 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 15-15 დასრულდა, გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც დინამომ ხუთივე დარტყმა ზუსტად გამოიყენა, აპოლოს წყალბურთელ ვუკიჩევიჩს კი მეკარემ აჯობა. საქართველოს თასი წელს პირველად ჩატარდა და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა
