„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ - კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. თითქმის 300 ნამუშევრიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო გამოავლინა, მათ შორის, გამარჯვებული სამეული და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები. კონკურსში 10-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით მოზარდები მონაწილეობდნენ. მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკისადმი ინტერესის გაღრმავება, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შენარჩუნება და შემოქმედებითი ხედვის ხელშეწყობაა
