„სააკაშვილმა ოპოზიციურ ალიანსს შეახსენა, რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს“ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში, ოპოზიციაში გამწვავებულ დაპირისპირებას
სააკაშვილმა ოპოზიციურ ალიანსს შეახსენა, რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში, ოპოზიციაში გამწვავებულ დაპირისპირებას. სააკაშვილი-მელიას ფლანგები ერთმანეთის პირისპირ. სალანძღავი სიტყვები ერთი-მეორეს არც მსჯავრდებულმა დააკლეს. მელიამ პატიმარი პრეზიდენტი ეგოისტური ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულა. თქვა, რომ სადაც სააკაშვილია, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილს უყვარს ღალატი. სააკაშვილს ტყუილში ამხელს ნიკა გვარამიაც. თავად მიხეილ სააკაშვილი კი თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმას უწუნებს
