„სენტ-ეტიენი“ სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს მომავალ სეზონსაც ლიგა 2-ში გაატარებს
„სენტ-ეტიენი“ სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს მომავალ სეზონსაც ლიგა 2-ში გაატარებს. ქართველი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელები პლეიოფის საპასუხო შეხვედრაში ნიცასთან სტუმრად 1-4 დამარცხდნენ და უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შანსი დაკარგეს. მარცხის მიუხედავად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მორიგი გოლის გატანა შეძლო. 79-ე წუთზე მან პენალტი ზუსტად შეასრულა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შემდეგ „სენტ-ეტიენს“ სამჯერ გაუტანეს. დავითაშვილმა სეზონი ყველა ტურნირზე 33 თამაშში 16 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა. ის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს
