ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მხატვრულ ცურვაში მსოფლიო თასი მიმდინარეობს
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მხატვრულ ცურვაში მსოფლიო თასი მიმდინარეობს. ქალთა ინდივიდუალურ თავისუფალ პროგრამაში მარიამ ალავიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 19 წლის ქართველმა სპორტსმენმა 257 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ იტალიელ ჯინევრა მარკეტის მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა. ოქროს მედალი ესპანელმა მოცურავემ დაისაკუთრა. დღეს ტურნირი წყვილთა თავისუფალი გამოსვლებით გაგრძელდება, სადაც ალავიძესთან ერთად პროგრამას ნიტა ნათობაძე შეასრულებს. ნათობაძემ ინდივიდუალურ გამოსვლებში 217 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა
