სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ჩაატარებენ
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ჩაატარებენ. ვიტო კოლელიშვილის მომზადებული გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას ეთამაშება. ქართველი მორაგბეები ჯუნიორ ბოკეს წელს უკვე ორჯერ შეხვდნენ. აფრიკელებმა თებერვალში რუსთავსა და თბილისში ამხანაგური შეხვედრები მოიგეს. ხოლო მეოთხედ ერთმანეთს მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში, 2 ივლისსაც ეთამაშებიან. საერთაშორისო სერიაზე გუნდებმა ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფიჯის 29-23, ხოლო ჩილეს 59-26 სძლიეს. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება
