„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რიგით მეექვსე რეგიონული ოფისი თელავში გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რიგით მეექვსე რეგიონული ოფისი თელავში გახსნა. ბატონის ციხის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის ლიდერებმა და წევრებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. ილაპარაკეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და ძირითად პოლიტიკურ ხედვებზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც
