26 მაისის აქციის შემდეგ, ოპოზიციაში დაპირისპირება გამწვავდა
26 მაისის აქციის შემდეგ, ოპოზიციაში დაპირისპირება გამწვავდა. სააკაშვილი-მელია-გვარამია-ჩერგოლეიშვილი-ბეჟაშვილი-ჟორჟოლიანი და სხვები ერთმანეთის პირისპირ. რუსთავის ციხიდან, პატიმარი სააკაშვილი თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმას უწუნებს. კიდევ ერთი მსჯავრდებული ოპოზიციონერი ნიკა მელია კი ექსპრეზიდენტს, კერძო ეგოისტური ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს და როგორც დაწერა, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა. ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს. სააკაშვილს ტყუილში ამხელს ნიკა გვარამიაც. როგორც მმართველ გუნდში აფასებენ, ერთმანეთში დაპირისპირების მიუხედავად უცვლელია ორივე მხარის არსი და საკითხების მიმართ დამოკიდებულება. განსხვავება კი მხოლოდ იმაშია, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს
