დიუშენის სინდრომი - სერვისების ხელმისაწვდომობა
დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამა უკვე მოქმედებს. ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება სრულად ხელმისაწვდომია. კლინიკურ, ლაბორატორიულ და ინტენსიურ კვლევებს სახელმწიფო აფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს მოსაზრება, როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს აღნიშნული პროგრამა. რაც შეეხება ვამოროლონსა და ჯივინოსტატს, ევროპის ქვეყნებში ამ მედიკამენტებზე კვლევები არ დასრულებულა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
