წინასწარი პატიმრობა სამართალდამცველებს
პატიმრობა და თანამდებობიდან გადაყენება - ძალადობისთვის დაკავებული 6 სამართალდამცველი ციხეში მიდის. სასამართლო პროცესი გორში შედგა, თუმცა ბრალდებულებმა დარბაზში შესვლაზე უარი თქვეს. ნაწილი დანაშაულს აღიარებს. დაზარალებულის სტატუსი აქვთ პაპუნა ლოცულაშვილს და მის თანმხლებ მოქალაქეს. ლოცულაშვილი მონიტორინგისთვის კლინიკაში იმყოფება. გამოძიება გრძელდება და ჩვენების მისაცემად მასაც დაიბარებენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
