ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები გრძელდება
ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები გრძელდება. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მიხელ სააკაშვილის პოსტი, სადაც ის ნიკა მელიას მთავარ შეცდომად, წლების წინ გამართული იმ აქციის დაშლას მიიჩნევს, სადაც, სააკაშვილის თქმით, ხალხი მის გათავისუფლებას ითხოვდა. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების და ურთიერთკრიტიკის მიზეზია პარტია „ახლის“ წევრის მიერ სააკაშვილის მაოხრებელ გზირად მოხსენიებაც.
