Spider-Noir
„ადამიანი ობობას“ თაყვანისმცემელს მარველის კომიქსების კიდევ ერთი ეკრანიზაცია, ამჯერად სატელევიზიო შოუს ფორმით ელის. „ობობა-ნუარი“ როგორც შინაარსით, ისე ფორმით, მაყურებელს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს შავ-თეთრსა და ფერად გამოსახულებას შორის არჩევანი თავად გააკეთოს. განსხვავებულია თავად ადამიანი ობობას გმირიც, რომელიც ნიკოლას კეიჯისთვის სატელევიზიო შოუში შესრულებული პირველი როლია
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
