სასმელების უნიკალური საცავი
თბილისის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების შესწავლა იწყება. უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს. საუბარია დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლზე, ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით. ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა
