დაკავებულია ექვსი სამართალდამცველი
6 პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა” მის მამიდას ესაუბრა. ოჯახი გამოძიების შედეგებს უცდის. დუმს ყველა დაკავებული სამართალდამცველი. მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. დაზარალებულია პოლიციელიც
