ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და სასაზღვრო აღსრულების ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა
ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და სასაზღვრო აღსრულების ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დემონსტრანტები რამდენიმე დღეა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკასა და განთავსების ცენტრში მიგრანტების საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ფედერალურ ოფიცრებზე აქტივისტების თავდასხმა მძიმე დანაშაულია და ვინც სამართალდამცველების წინააღმდეგ იმოქმედებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
