ავტომობილის მძღოლი, რომელმაც აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს
ავტომობილის მძღოლი, რომელმაც აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროას“ წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა, საუბარია ათას ლარზე, რასაც მძღოლიც ადასტურებს. უფრო მეტი დეტალის გარკვევა „ქრონიკამ“ „დროას“ წევრთან გიგა ლემონჯავასთან სცადა, თუმცა ის კითხვებს არ პასუხობს.
