პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი ადამიანი დააკავა
პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ძალადობის შედეგად კი არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები და დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, ის უკვე გაწერეს „ვივამედის“ კლინიკიდანაც. დაკავებულები კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილები.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
