მმართველი გუნდი ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი აქვს, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ახსენებს
მმართველი გუნდი ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი აქვს, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ახსენებს. მაშინ ხელისუფლებაში, ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფალმა საკუთარ ხალხს მოუწყო.
