სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ მოედნებზეა შეკრებილი. ადგილზე წარმოდგენილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.
