საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მილოცვები არ წყდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მილოცვები არ წყდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების ლიდერები მისალოც წერილებს იღებენ და თითოეულ მათგანში ხაზგასმით არის გამოხატული მზაობა, გაძლიერდეს ჩვენს ქვეყანასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილი გამოაგზავნა რომის პაპმაც.
