პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო მინისტრთან ერთად გორში იმყოფებოდა
ოზურგეთამდე პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო მინისტრთან ერთად იმყოფებოდა გორში, სადაც საზეიმო ღონისძიებების მასპინძელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. დაათვალიერეს უწყების მიერ მოწყობილი ინტერაქციული სივრცეები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს დანაყოფების საქმიანობას და დაათვალიეროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა და აღჭურვილობა.
