საქართველოს, ქართველ ხალხს და ხელისუფლების პირველ პირებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ მთელი მსოფლიოდან
საქართველოს, ქართველ ხალხს და ხელისუფლების პირველ პირებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ მთელი მსოფლიოდან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. მარკო რუბიო მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი, ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილებში ვკითხულობთ, რომ მხარეები მზად არიან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის პროგრესზე ამახვილებენ ყურადღებას.
