ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან შეთანხმება ან დიდებული და მნიშვნელოვანი იქნება, ან საერთოდ არ შედგება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან შეთანხმება ან დიდებული და მნიშვნელოვანი იქნება, ან საერთოდ არ შედგება. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეირანთან მიღწეული შეთანხმება რადიკალურად განსხვავებული იქნება ობამას ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმებისგან, რომელიც, ტრამპის თქმით, თეირანს ბირთვული იარაღის მოპოვებისთვის პირდაპირ გზას უხსნიდა.
