ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილი მათ არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ამომრჩევლის როლზე ელაპარაკა. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობაზე და გააცნო სხვა ქვეყნების საარჩევნო გამოცდილებაც. ახალციხეში, შეხვედრა გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიასა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კოორდინატორთანაც. მათ მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.
