კახა კალაძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას ესტუმრა
კახა კალაძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას ესტუმრა, რომელშიც მერიის, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მონაწილეობს. გამოფენა-ბაზრობაში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ. სტენდზე წარმოდგენილია ფონდის 2024–2026 წლების პროგრამის შეჯამება. კერძოდ, ასახულია როგორც შესრულებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე განხორციელდება. სტენდის ავტორია აქრიტექტორი დავით ბროდსკი, ხოლო დიზაინი და ექსპოზიცია შთაგონებულია შოთა იათაშვილის ლექსით „დიაგონალი“.
