საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მასშტაბით, პომპეზურად აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მასშტაბით, პომპეზურად აღინიშნება. 26 მაისს, ყველა რეგიონი სტუმრებს განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს, საერთო იდეის ირგვლივ, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს ეძღვენება. ძირითადი მასპინძლები სამინისტროები იქნებიან, რომლებიც სტუმრებს, საკუთარი სივრცით დახვდებიან. გამოიფინება სამხედრო აღჭურვილობა, ღონისძიების მთავარი ნაწილი კი ტრადიციულად ახალწვეული სამხედროების ფიცის დადება იქნება, 12 ისტორიულ ადგილას, მათ შორის წელს პირველად, ილია მეორის სოფელ სნოში. ასევე, ისტორიულ დროს 17 საათსა და 10 წუთზე სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჟღერდება.
