ანტისახელისუფლებო აქცია ბელგრადში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა
ანტისახელისუფლებო აქცია ბელგრადში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს სხვადასხვა საგანი ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკუდეს. საპასუხოდ ქალაქში სპეცრაზმი გამოიყვანეს და დეონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სერბეთში პრეზიდენტ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ განახლებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საპროტესტო ტალღა სერბეთში 2024 წლის დეკემბრიდან, ქალაქ ნოვი-სადში სარკინიგზო სარგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ აგორდა, რომელის დროსაც 16 ადამიანი დაიღუპა.
