ძლიერ აფეთქებას პაკისტანში სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ძლიერ აფეთქებას პაკისტანში სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 50-ზე მეტი დაშავდა, ინციდენტი ქალაქ კვეტაში სარკინიგზო მაგისტრალზე მოხდა. მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაზიანდა საავტომობილო გზებზე მოძრავი მანქანებიც. აფეთქების მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება. ინციდენტის ადგილზე მაშველები და კრიმინალისტები მუშობენ.
