„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, ირანი დათანხმდა შეთანხმების პროექტს, საომარი მოქმედებები შეწყდეს და ჰორმუზის სრუტის მუშაობა აღდგეს
„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, ირანი დათანხმდა შეთანხმების პროექტს, საომარი მოქმედებები შეწყდეს და ჰორმუზის სრუტის მუშაობა აღდგეს. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება რომ დოკუმენტი რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადის მოხსნას და 25 მილიარდი დოლარის ღირებულების ირანული აქტივების განბლოკვას ითვალისწინებს. ბირთვული პროგრამის საკითხების ცალკე განხილვას მხარეები 30–60 დღის განმავლობაში გეგმავენ.
