ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, გვიან ღამით ხაშურში უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალაროში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნაქურდალი ნივთები სრულადაა ამოღებული.
