მორიგი ანტიქართული განცხადება და დაფინანსებული კამპანია, რომლითაც ცდილობენ საქართველოს ზიანი მიაყენონ
მორიგი ანტიქართული განცხადება და დაფინანსებული კამპანია, რომლითაც ცდილობენ საქართველოს ზიანი მიაყენონ. ასე აფასებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას სადაც ამერიკული მედია საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ „თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“. გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ სტატიის ავტორი, ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკის გარდა ეყრდნობა ჯო უილსონისა და ლუკ კოფის მოსაზრებებს. კანდელაკის განცხადებით, ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს. კანდელაკი სააგენტოსთან იმასაც აცხადებს, რომ არსებობს „დადასტურებული შემთხვევები“, როდესაც ალ-მუსტაფას ფილიალები „გამოიყენება ადამიანების რეკრუტირებისთვის ან აშშ-ს წინააღმდეგ ოპერაციებისთვის“.
