თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. „მომავლის ხმა“ - ასე ჰქვია პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები ჟიურიმ გამოავლინა. წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორია 16-დან 40 წლამდე განისაზღვრა. 30 მონაწილიდან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაასახელეს. მთავარი პრიზი გრან-პრი რამდენიმე კონკურსანტმა მოიპოვა. მონაწილეებს ფულადი პრიზებიც გადაეცათ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალის მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენა, თბილისსა და რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ვანო სარაჯიშვილის სახელის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებაა.
