ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, დოკუმენტური ფილმის, „საუნჯის ოდისეას“ ჩვენება გაიმართა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, დოკუმენტური ფილმის, „საუნჯის ოდისეას“ ჩვენება გაიმართა. ავტორი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეა. იდეა კი ისტორიკოს გიორგი კალანდიას ეკუთვნის. ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი განძის დაბრუნების 80 წლისთავს ეძღვნება და მოგვითხრობს ქართული საგანძურის დრამატულ თავგადასავალს. გაცოცხლებულია ისტორიული მომენტები და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან ექსპონატებზე.
