დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ირანი ამერკული დროშის ფერებშია გამოსახული
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ირანი ამერკული დროშის ფერებშია გამოსახული. რუკას მხოლოდ წარწერა ახლავს „ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები“. თეთრი სახლის მეთაურს სხვა განმარტება არ დაუწერია. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი დონალდ ტრამპმა ირანთან ძირითად პუნქტებში შეთანხმების შესახებ ცნობა გაავრცელა და განაცხადა, რომ ახლა ბოლო დეტალები განიხილება და ჰოზმუსის სრუტის მალე გახსნა დააანონსა.
