ევროპელი ლიდერები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ამ დრომდე დუმან დანიის დედაქალაქში მომხდარ ძალადობრივ მოვლენებზე
ევროპელი ლიდერები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყოველთვის მკაცრად გმობენ, ამ დრომდე დუმან დანიის დედაქალაქში მომხდარ ძალადობრივ მოვლენებზე. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ლიდერებს წერილი საქართველოს პრემიერმაც გაუგზავნა, ირაკლი კობახიძე დაინტერესდა, როგორ აფასებენ კოპენჰაგენში განვითარებულ ძალადობას, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. მმართველი გუნდი, ღიად ამბობს, რომ შეუმჩნევლად დატოვებული ძალადობის ფაქტი ორმაგი სტანდარტის ნათელი დადასტურება და ევროპული ღირებულებების კრიზისია.
