დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილ, ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა
დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილ, ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა. ინფორმაციას ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებულია ერაყის მოქალაქე, 32 წლის ბაკერ საად დავუდ ალ-საადი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობდა. მას ივანკა ტრამპის მოკვლით გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შური უნდა ეძია
