„მუზეუმები, რომლებიც აერთიანებენ გაყოფილ სამყაროს“ – ასეთია მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის წლევანდელი გზავნილი
„მუზეუმები, რომლებიც აერთიანებენ გაყოფილ სამყაროს“ – ასეთია მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის წლევანდელი გზავნილი, რომელიც საზოგადოებას ახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, მუზეუმების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ადამიანებს შორის დიალოგის გაძლიერებაში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კვირეული მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. თარიღი 1977 წელს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაარსდა. დღეს კი რუსთაველის ეროვნულ თეატრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
