ვიწროპოლიტიკური ინტერესებით მოქმედი გერმანიის ელჩი - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ პეტერ ფიშერის ქმედებებსა და განცხადებებს
გერმანიის ელჩი, რომლისთვისაც მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური ტერმინი „დიფ სთეითი“, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოგონილი კონსპირაციაა, მმართველი გუნდის განცხადებით, დიპლომატიურ მისიას ნეგატივის ფონზე ასრულებს იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში. მათივე თქმით, ამ განცხადებით, პეტერ ფიშერი, შეერთებულ შტატებსა და იმ ქვეყნების ლიდერებს დასცინის, რომლებიც „დიფ სთეითის“ გავლენებზე დიდი ხანია ლაპარაკობენ
