თავდასხმა და ზეწოლა მედიაზე ევროპის სახელით
თავდასხმა და ზეწოლა მედიაზე, ევროპის სახელით. „ქართული ოცნების“ შეფასებით, კონკრეტულ ძალებს, საქართველოში არსებული მედიის თავისუფლება და მრავალფეროვნება აშინებთ და განსხვავებულ აზრს ებრძვიან, რათა დამოუკიდებელი სიტყვა ჩაახშონ. ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა რეიტინგული ტელევიზიის შესწავლა მოითხოვა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტში იმედის საქმიანობის აკრძალვა, სწორედ მისი და გუნდის აღმოსავლური პოლიტიკის კოორდინატორის, ელენე მეტრეველის ერთობლივი ინიციატივის შედეგია
