სასამართლო ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ლევან ახობაძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ლევან ახობაძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს. გამოძიების ინფორმაციით, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილემ, 250 ათასი ლარი, მოქალაქისგან ქრთამის სახით და შუამავლების დახმარებით აიღო. ახობაძემ დაჯარიმებულ მეწარმეს თავდაპირველად 500 ათასი ლარი მოსთხოვა, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევის შედეგად კი თანხა განახევრდა. დაკავებულის ინტერესებს, ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი იცავს. რომლის თქმითვე, ყოფილი მაღალჩინოსანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს
