ამ დრომდე არ მოჰყოლია პასუხი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, რომლის ადრესატებიც ევროკავშირის ლიდერები იყვნენ და რომელიც დანიის ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებას ეხებოდა
ამ დრომდე არ მოჰყოლია პასუხი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, რომლის ადრესატებიც ევროკავშირის ლიდერები იყვნენ და რომელიც დანიის ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებას ეხებოდა. მმართველი გუნდი ევროკავშირისა და ევროპელი ელჩების დუმილს, ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთ გამოხატულებად აფასებს და იმ უკუსვლაზე მიუთითებს, რომელსაც ევროპა ბოლო წლებში ევროკავშირის ლიდერების წყალობით განიცდის. გასულ კვირას დანიის პოლიციამ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა
