რუბიო: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღარ იმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს შეიცვლება
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღარ იმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს შეიცვლება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მარკო რუბიოს თქმით, მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების ჩართულობამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შედეგი ვერ გამოიღო
