სკოლის მოსწავლეებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციურ სივრცეში პირველი საჯარო ლექცია ჩატარდა
სკოლის მოსწავლეებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციურ სივრცეში, პირველი საჯარო ლექცია ჩატარდა. რექტორმა მოსწავლეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა STEM მიმართულებებზე, ულტრათანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურაზე, სტუდენტების ინტერესებზე მორგებულ სერვისებსა და ინოვაციურ ეკოსისტემაზე. საჯარო ლექციის ფარგლებში, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ელაპარაკა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი ინოვაციური სივრცე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ცოტა ხნის წინ გაიხსნა
