თბილისის მერი, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
თბილისის მერი, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა. კახა კალაძემ ცისანა ბოლქვაძის საჭიროებები მოისმინა, და დახმარება სამომავლოდაც აღუთქვა. თავად ბენეფიციარმა კი პროგრამის არსებობის აუცილებლობაზე ილაპარაკა, რადგან მედიკამენტების შეძენას მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა. თბილისის მერიამ, პროგრამის ფარგლებში, 226 ათასამდე მოთხოვნა დააფინანსა. „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა კახა კალაძის საარჩევნო დაპირებისამებრ, 2022 წელს დაიწყო. აღნიშნული პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია და ყოველწლიურად დაახლოებით 28 ათასი მოქალაქე სარგებლობს.
