ცოფზე დაკვირვების მიზნით 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს
ცოფზე დაკვირვების მიზნით 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს. მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი. სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას. 8 აპრილიდან 1 მაისის პერიოდში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის თავშესაფარში ცოფით ინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი გადაიყვანეს
