მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის
მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის. მასშტაბური იქნება ღონისძიებები, რომლითაც საქართველო ისტორიულ 26 მაისს შეხვდება. ყველა სამინისტრო, ყველა დიდ ქალაქში საკუთარ სტენდს და თემატურ სივრცეს დაახვედრებს სტუმრებს. პროგრამა, ყველა უწყებას საკმაოდ მრავალფეროვანი აქვს. ფიცის დადების ცერემონიის კონცეფცია კი დაეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ფიცს წვევამდელები 12 ისტორიულ ადგილას დადებენ
