განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ლევან ახობაძე, ადვოკატის ინფორმაციით თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ლევან ახობაძე, ადვოკატის ინფორმაციით თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, მის უფლებებს ყოფილი თანამდებობის პირი რაჟდენ კუპრაშვილი იცავს. გამოძიების ინფორმაციით, 250 ათასი ლარი, ლევან ახობაძემ მოქალაქისგან ქრთამის სახით და შუამავლების დახმარებით აიღო
