თავდასხმა მედიაზე
პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მიმართვას ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი შეაფასონ ტელეკომპანია „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული აქტორების საქმიანობა, შესაძლო დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიების ფარგლებში, მედიაზე თავდასხმად აფასებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ესენი არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრული განწყობით გამოირჩევიან.
