ახლო აღმოსავლეთში კრიზისთან დაკავშირებთ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ევროპარლამენტში გამოსვლას ევროდეპუტატების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა
ახლო აღმოსავლეთში კრიზისთან დაკავშირებით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ევროპარლამენტში გამოსვლას ევროდეპუტატების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ევროპარლამენტარები კალასს ახლო აღმოსავლეთის საკითხზე სტრატეგიის არ არსებობასა და აბსურდული არგუმენტებით თავის მართლებაში ადანაშაულებენ. კალასმა ევროკავშირის სტრატეგიაზე ლაპარაკისას აღნიშნა, რომ რეგიონში მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იმდენად დიდია, რომ ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება რთულია
